23.03.2017




მეორე შეხვედრა:კლუბის წევრობის მსურველმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნახატები,კლუბის სახელწოდებისა და ატრიბუტიკის საკუთარი ვერსიები.შეხვედრაზე შეიქმნა ჯგუფი,რომელიც კლუბის კურატორთან ერთად  ჩამოაყალიბებს კლუბის მიზნებს,წევრთა უფლება-მოვალეობებს...საკლუბო მუშაობის  მოსამზადებელ ეტაპზე აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეები:ნიკოლოზ გოგოშვილი,ნიკოლოზ ძნელაძე,მარიამ ქექნაძე,ქეთევან ოქროჭელიძე,ვიქტორია შამათავა...

21.03.2017

ემბლემა

                                                     სსიპ N4 საჯარო სკოლა
                                                           კლუბი,,წიგნიერი''👀💝

პირველი შეხვედრა

მე-6 კლასის მოსწავლეთა მიერ გამოითქვა სურვილი შეიქმნას წიგნის მკითხველთა კლუბი. როგორც კურატორმა მათ გავაცანი კლუბის მუშაობის წესები.გადაწყდა ჩამოყალიბდეს კლუბის მუშაობის მიზანი,შეიქმნას კლუბის ემბლება,შეირჩეს დასახელება და სლოგანი.მოსწავლეებს მიეცათ დავალება მოიფიქრონ დასახელება და სლოგანი, შემდეგი შეხვედრისთვის  შექმნან ემბლემის სხვადასხვა ვერსია.